|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პაატა ზაქარეიშვილი - გუბერნატორებმა გადადგომის პოლიტიკური სპექტაკლი გაითამაშეს

გუბერნატორებმა გადადგომის პოლიტიკური სპექტაკლი გაითამაშეს, მათ მაინც მოუწევდათ თანამდებობის დატოვება, - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქრაეიშვილმა ჟყრნალისტებთან განაცხადა. 
მისი თქმით, გუბერნატორებმა თანამდებობა უნდა დატოვონ, რადგან ძველი კონსტიტუციით ისინი ანგარიშვალდებული იყვნენ პრეზიდენტის წინაშე, ახალი კონსტიტუციით კი გუბერნატორებს მთავრობა დანიშნავს.
"მათ რომ არ დაეწერათ განცხადება, მაინც მოუწევდათ ამის გაკეთება. უბრალოდ პოლიტიკური სპექტაკლი გაითამაშეს, თითქოს პოლიტიკურ ურთიერთობებს აქვს ადგილი. ეს არის კონსტიტუციური ვალდებულება, რაც არ უნდა მისაღები ყოფილიყო მათთვის მთავრობა, მათ მაინც მოუწევდათ განცხადების დაწერა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 
მისივე თქმით, ჯერჯერობით გუბერნატორებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დაწყებულა და მთავრობამ შესაძლოა ეს საკითხი ხვალ მთავრობის სხდომაზეც განიხილოს, თუ როდის და როგორ დაიწყება კონსულტაციები გუბერნატორებთან დაკავშირებით. 
სხვადასხვა რეგიონებში გუბერნატორებმა მოქმედ პრეზიდენტს გადადგომის განცხადებით უკვე მიმართეს. ახალ გუბერნატორებს, ახალი მთავრობა დანიშნავს.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა