ვანო მერაბიშვილი – გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული
ყოფილი პრემიერ მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, რომლის სასამართლო პროცესი დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განახლდა, პროცესზე დაუსწრებლობის მიზეზს facebook-ზე საკუთარ გვერდზე განმარტავს.
ბრალდებული მოსამართლეებს მიმართავს და აცხადებს, რომ დღეიდან მხოლოდ რამდენიმე პროცესს დაესწრება:
“ბატონო მოსამართლევ,
ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილება – ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა.
წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ, მე გადავწყვიტე შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები .”
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღე განახლდა. ე.წ. ფიქტიური დასაქმებების საქმეზე 3969 მოწმიდან ამ დროისათვის ბრალდების მხოლოდ 14 მოწმეა დაკითხული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა