ლევილში ქართველ ემიგრანტთა საფლავების რეაბილიტაცია დაიწყო
საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველ ემიგრანტთა საფლავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ქართველ ემიგრანტთა საფლავების შეკეთებითი სამუშაოების ინიციატორი საფრაგნეთში ქართველთა სათვისტომოს ასოციაციაა.
როგორც newpress.ge-ს ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტმა, ოთარ ზურაბიშვილმა განუცხადა, პირველ ეტაპზე 20 საფლავის შეკეთება მოხდება, ხოლო დანარჩენი საფლავების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება.
"ზოგიერთი საფლავი არის უპატრონო. 90 წელზე მეტია, რაც ქართული ემიგრაცია საფრანგეთშია" – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ლევილში დაკრძალულ ქართველ ემიგრანტთა საფლავების რეაბილიტაცია საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მეცენატის, სიკო ენუქიძის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ავტორი: დეა მანაგაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა



14:14
13:03
11:08
11:06












