ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვიცე-მერი უცნობმა პირებმა წაიყვანეს - ვისთან მიმდინარეობს კონსულტაციები?
რამდენიმე წუთის წინ, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობა, უცნობ პირთან ერთად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა და ვიცე–მერმა, გია შარაბიძემ დატოვეს.
უცნობი პირები, სავარაუდოდ, დაცვის წარმომადგენელები იყვენენ. მარგველაშვილი და შარაბიძე მერიის შენობაში ჯერ არ დაბრუნებულან.
როგორც ირკვევა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ამ დრომდე ვიცე–მერი, კოტე ლომიძეა.
"ჯერ არანაირი განცხადება არ მიმიღია მერის მოვალეობის პოსტზე უფლებამოსილების შეწტყვეტის შესახებ", – ამბობს ლომიძე.
ქუთაისის ვიცე–მერმა, გია შარაბიძემ კი, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებელად მოიაზრება, newpress.ge–სათან სატელეფონო საუბრისას განაცხადა:
"ერთ საათში გაირკვევა დააკმაყოფილებენ თუ არა ჩემს განცხადებას. კარგი იქნება, თუკი განცხადებას მერის მოვალეობის შესრულების შესახებ არ დამიკმაყოფილებენ",– განმარტა გია შარაბიძემ, რომელმაც მერიის შენობა სწორემ ამის შემდეგ დატოვა, თამაზ მარგველაშვილთან ერთად.
თუმცა, ქუთაისის საკრებულოს კანცელარიაში ირწმუნებიან, რომ მათ ამ დრომდე მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე შარაბიძის შესაძლო დანიშვნის შესახებ განცხადება არ მიუღიათ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა