|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნების შემდეგ ცხოვრებას არ გვაცლიან - ქუთაისელი გარემოვაჭრეების აქცია მერიის წინ

ქუთაისში, ჭავაჭავაძის გამზირზე მოვაჭრეები, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, გია შარაბიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

ისინი ამ დროისთვის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ არიან შეკრებილნი. გარემოვაჭრეები მერის მოვალოების შემსრულებელთან  შეხვედრას ჭავჭავაძის  გამზირზე  ვაჭრობის ნებართვის გაცემის მიზნით ითხოვენ.
"ყოველდღე მოდიან პოლიცილები და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, ტერიტორიის დატოვებას გვაიძულებენ. არჩევნებამდე კი გვაცადეს მშვიდად მუშაობა, რადგან ხმები სჭირებოდათ, ახლა კი როცა პრეზიდენტი ავირჩიეთ, ცხოვრებას აღარ გვაცლიან", - ამბობს გარემოვაჭრე, მარინა ტყაბლაძე.
მერიის წინ შეკრებილი გარემოვაჭრეები, ჭავაჭავაძის გამზირზე, ე.წ. "ატეკასტთან" ხილით ვაჭრობენ.    

ავტორი: თეკლა მორგოშია