ქუთაისის მერიაში დადის ერთი კაცი, ძალოვნების სახელით - ვისზე საუბრობს მელაშვილი?
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი newpress.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისის მერიაში ერთი კაცი დადის, რომელიც თვითმმართველობის "დალაგებას" ძალოვნების სახელით ცდილობს.
"ბოლო კვირეები მერიაში დადის ერთი კაცი, რომელიც
ამტკიცებს, რომ მას ძალოვნებმა დაავალეს ქუთაისის" დალაგება". თუ მოიკითხავთ
იპოვით. არც ირაკლია და არც მელაშვილი, ოღონდ რა თქმა უნდა ისიც იტყუება", – აცხადებს პრემიერ მინისტრის მრჩეველი. მისი თქმით, ეს იმისთვის ჭირდებათ, რომ საკუთარი უმსგავსობა ე. წ.
"ცენტრს" გადააბრალონ.
"ხალხი რომელიც სკვერებს და ტროტუარებს იფორმებს
49 წლიანი იჯარით, ან "მეობის" ძეგლთან იმ მშენებლობის ნებართვას გასცემს,
რაც გაიცა, ყველაფერს იკადრებს. თან რა თქმა უნდა, თავს იმით გაიმართლებს,
რომ ეს ყველაფერი თბილისშია შეთანხმებული", – განმარტავს newpress.ge–სთან საუბარში მელაშვილი.
ის ასევე, გამოეხმაურა მასზე გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ქუთაისის თვითმმართველობის საკითხებში უხეშად ერევა.
ავტორი: თეკლა მორგოშია