|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატს არ აღიარებს

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე "ქართულ ოცნებასთან" არ თანამშრომლობს. აღნიშნულის შესახებ newpress.ge – სთან "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, მანანა მიქაძე საუბრობს. 

მიქაძის განმარტებით, ყოფილმა "მემარჯვენემ", მამუკა მღვდელაძემ ოცნების სახელი თავისით დაირქვა. 
"მღვდელაძე დირექტივებს "ქართული ოცნებიდან" არ იღებს, რადგან ის პატრიოტების, კერძოდ, გოჩა თევდორაძის დირექტივებს ასრულებს," – განაცხადა მანანა მიქაძემ. 
მიქაძე ირწმუნება, რომ ქუთაისის საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატი არც "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბში  დადის და არც მათი  წევრი არ არის.
შეგახსენებთ, რომ მამუკა მღვდელაძემ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარტია "ახალი მემარჯვენეები" დატოვა და ქუთაისის საკრებულოში, სამწევრიანი ფრაქცია ჩამოაყალიბა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია