ქუთაისის საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატი - ზამთარში ფეჩზე მიფიცხებული ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მღვდელაძე "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მანანა მიქაძის ბრალდებას ეხმაურება. რომლის მიხედვითაც მღვდელაძე კოალიციასთან არ თანამშრომლობს.
მამუკა მღვდელაძე ირწმუნება, რომ სწორედ, მანანა მიქაძის რეკომენდაციით ჩამოაყალიბა ფრაქცია საკრებულოში და ის კოალიციასთან თანამშრომლობს.
"ვიდრე "ქართული ოცნების" ფრაქციას შევქმნიდი, მანამდე მქონდა ფრაქცია "ქუთაისი". სწორედ, მისი რჩევით და შემოთავაზებით მოხდა საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის ჩამოყალიბება. მიქაძემ თავი უნდა დაანებოს დეზინფორმაციას გავრცელებას. ჩემი დაპირისპირებით ის აძლიერებს "ნაციონალების" კლანს", - აცხადებს მამუკა მღვდელაძე.
საკრებულოს "მეოცნებე" დეპუტატის თქმით, მიქაძე არ არის კოალიციის ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის შესაფერისი კადრი. რადგან, მღვდელაძის მტკიცებით, ის კონფლიქტური ადამიანია.
"ზამთარში ფეჩზე მიფიცხებული ადმიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის. მიქაძე ახლა გააქტიურდა და დაუპირისპირდა გოჩა თევდორაძეს რატომღაც. ხომ არ დაავიწყდა, ვინ წამოწია ეს საკითხი წინ. თუ მას ამნეზია სჭირს, მე ყველაფერი კარგად მახსოვს", - განმარტავს მღვდელაძე.
მღვდელაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხებზე ის საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
"დაიდება ყველა დოკუმენტი და გამომზეურდება, თუ ვინ არის მანანა მიქაძე. არ მინდოდა ღიად დაპირისპირება, მაგრამ თავად გამომიწვია" - ამბობს მამუკა მღვდელაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა