|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ვირუსული ინფექციების რიცხვმა იმატა

ზამ­თრის სე­ზო­ნის მოახლოებას­თან ერ­თად, რო­გორც მთელს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქუთა­ის­შიც იმა­ტა ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციების გავ­რცე­ლების რის­კმა.

მე­დი­კო­სების თქმით, მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომბრის თვე­ში, ქუ­თა­ის­ში, ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციების გარ­თუ­ლების 80 შემთხვე­ვა და­ფიქ­სირ­და.

მე­დი­კო­სების თქმითვე, ქუ­თა­ის­ში სხვა­დასხვა საოჯახო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებებს, ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციების ჩვე­ნებით, ყოველ­დღი­უ­რად, სა­შუ­ა­ლოდ, 10-15 პა­ცი­ენ­ტი სტუმ­რობს.

ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციების პირ­ვე­ლა­დი სიმ­პტო­მები და­ა­ვა­დებულ პა­ცი­ენ­ტებში, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით, გარ­თუ­ლებული სუნ­თქვით, თავბრუსხვე­ვი­თა და ყელის ტკი­ვი­ლით გა­მოიხატება.

„თუ სიმ­პტო­მები პროგ­რე­სი­რებს, პა­ცი­ენ­ტებმა აუ­ცი­ლებლად უნ­და მი­მარ­თონ ექიმს და ჩა­ი­ტა­რონ კონ­სულ­ტა­ცი­ა. პა­ცი­ენ­ტების მხრი­დან, თვით­ნებურად მკურ­ნა­ლობის ჩა­ტა­რება მი­უ­ღებელი­ა. რად­გან შე­იძ­ლება ნების­მი­ე­რი ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია გარ­თულ­დეს," - ამბობენ მე­დი­კო­სები.

ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციები, გარ­თუ­ლების შემთხვე­ვა­ში, რო­გორც ირ­კვე­ვა პლევ­მო­ნი­ით (ფილ­ტვების ან­თების) დარ­თვით ხასი­ათ­დება.

ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციების გავ­რცე­ლების რისკ ჯგუ­ფებში უმე­ტე­სად 5 წლამ­დე ასა­კი ბავ­შვები, მოხუცები და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დებების მქო­ნე ადა­მი­ა­ნები  შე­დი­ან.

რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ციები, რო­გორც მე­დი­კო­სები ამბობენ, გა­დამ­დებია.

„რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ციებით და­ა­ვა­დებული პა­ცი­ენ­ტები იზო­ლი­რებული უნ­და იყვნენ  გარ­შე­მომყოფებთან და მო­ე­რი­დონ მათ­თან კონ­ტაქტს. გან­სა­კუთ­რებით, ამ მხრივ საყურად­ღებოა სკო­ლები და ბაღები, რად­გან ინ­ფექ­ციების გავ­რცე­ლების სიხში­რე უფ­რო მა­ღა­ლი, სწო­რედ თავ­შეყრის ად­გი­ლებზე­ა," - ამბობს ქუ­თა­ი­სის დ. ნა­ზა­რიშ­ვი­ლის სახელობის საოჯახო  მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის ექი­მი ნა­თია მო­სი­ა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დების ჩვე­ნებით მყოფ­მა პა­ცი­ენ­ტმა, ექი­მის მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი მკურ­ნა­ლობის ფონ­ზე, რე­კო­მენ­დი­რებული­ა, მი­ი­ღოს ბევ­რი სითხე და ისუნ­თქოს  სუფ­თა ჰაე­რი.

ვი­რუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმ­პტო­მების  აღ­მო­ჩე­ნის შემთხვე­ვა­ში, მე­დი­კო­სები მო­სახლეობას ურ­ჩე­ვენ სა­მე­დი­ცი­ნო   და­წე­სებულებებს დაუყონებლივ მი­მარ­თონ.

ავტორი: ანა ჯანაშია