ქუთაისის მერიაში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატებს განიხილავენ
ქუთაისის მერიაში, 52 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები კანდიდატებს განიხილავენ.
აღნიშნულის შესახებ, განცხადებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, თამაზ მარგველაშვილი აკეთებს.
"დღეს მეორე სხდომა ჩატარდა, გვყავს 30 კანდიდატი შერჩეული, თუმცა კომისიას ჯერ-ჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს წარვადგენთ,"- განმარტავს მარგველაშვილი.
მარგველაშვილის თქმითვე, ქუთაისის მერიაში, თანამდებობების დასაკავებლად სულ 1300 განაცხადი იყო შესული. თუმცა კონკურსანტებიდან, მეორე ეტაპზე გადასვლა მხოლოდ 163 - მა კონკურსანტმა შეძლო.
თუ ვინ დაიკავებს თანამდებობებს ქუთაისის მერიაში, აღნიშნულის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ერთ კვირაში გახდება.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა



14:14
13:03
11:08
11:06












