3 თვეში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი 5-ჯერ გამოცვალეს
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დღეს დანიშნული შოთა მურღულია მეხუთეა, რომელმაც სექტემბრიდან დღემდე აღნიშნული თანამდებობა დაიკავა.
მერის მოვალეობის შემსრულებლების ხშირი ცვლილება მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, ამერიკიდან ჩამოსულმა ქუთაისის ყოფილმა მერმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
კოპალიანის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე 4 ნომებრის ჩათვლით უნდა ყოფილიყო. თუმცა 27 სექტემბერიდან 8 ოქტომბრამდე ლომიძე მეორე ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ჩაანაცვლა (თოფურიძემ დღეს, კოტე ლომიძესთან ერთად თანამდებობა დატოვა).
თუმცა, 9 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მერის მოვალეობის შემსრულებად ისევ კოტე ლომიძე დანიშნეს. ხოლო 4 ნოემბრიდან მერის მოვალეობის შემრულებლის პოსტი კიდევ ერთმა ვიცე-მერმა გია შარაბიძემ დაიკავა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 16 დღით დანიშნეს.
შარაბიძეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა გუშინ, 20 ნოემბერს ამოეწურა. დღეს კი ქუთაისის მერის მოვალეობის ახალ შემსრულებლად შოთა მურღულია იქნა დანიშნული. "ქუთაისის მერის მოვალეობას დღეიდან, მერიაში შესარჩევი კონკურსის დასრულებამდე და შედეგების გამოვლენამდე შოთა მურღულია შეასრულებს," - განაცხადა დღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმა. თუმცა, newpress.ge-ს ინფორმაციით, კონკურსის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მერის პოსტს სწორედ შოთა მურღულია დაიკავებს. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იგი ქუთაისის მე-11 მერი იქნება.
მურღულია ამ დრომდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდათ.
მას დამთავრებული აქვს ქუთაისის #1 სკოლა.
2002 წლიდან დღემდე შოთა მურღულია ასევე, არის საქართველოს სტრატეგიულიკვლევის და გავითარების ცენტრში კვლევის და რეფორმების ხელშეწყობის პროგრამისკოორდინატორი. სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორი და არაერთი გამოცემის ავტორი.
მურღულიას განცხადებით ქუთაისი მისთვის საპატივცემულო ქალაქია და ქუთაისისთვის მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები ბოლომდე იქნება მიყვანილი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა