ქუთაისის საკრებულო სახელფასო ფონდის გაზრდას 900 ათასამდე ლარით ითხოვს
ქუთაისის საკრებულოს სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიები 2014 წლის ბიუჯეტის პროეტში სხხვადასახვა დაწესებულებების თანამშრომელბისათვის ხელფასების გაზრდას მოითხოვს.
კომისიამ აღნიშნული მოთხოვნა შენიშვნის სახით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში ასახა.
საერთო ჯამში კომისიის მიერ მოთხოვნილი ხარჯების გაზრდა 856 000 ლარს შეადგენს, რომელიც შემდეგნაირად არის განაწილებული: ქუთაისის ი.ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკისთვის - 137 000 ლარი, სამუკისო სკოლების ააიპ გაერთიანებისთვის – 218 000 ლარი, სპორტული დაწესებულებათა ააიპ გაერთიანებისთვის – 236 00 ლარი, თოჯინების თეატრისთვის- 150 000 ლარი, სპორტული ღონისძიებებისთვის – 193 000 ლარი და ახალგაზრდული ღონისძიებების დასაფინანსებლად - 57 000 ლარი.
ზემოთ აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის, ტარიიელ მესხის განმარტებით, მათი მოთხოვნა სამართლიანია და ისინი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, მხოლოდ დადებით პასუხს ელოდებიან.
"ჩვენი მოთხოვნა პირდაპირპროპორციულია იმ მოთხოვნის, რომელიც საკრებულოს საფინანსო–სარევიზიო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიამ ქალაქის მერიას მომავალი წლისათვის უფრო მეტი ქონების პრივატიზების შესახებ გააკეთა", – აღნიშნავს ის.
ავტორი: თეკლა მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა