აქცია თეა წულუკიანის წინააღმდეგ - ქუთაისში მინისტრის გადადგომას ითხოვენ
"თეა წულუკიანი თაღლითების ბანდის მეთაურია და თანამდებობიდან დაუყონებლივ უნდა გადადგეს," - აღნიშნული მოთხოვნით, დღეს ქუთაისის მერიის წინ "სოციალურად და სამართლებრივად დაუცველთა კავშირმა" საპრტესტო აქცია გამართა. აქციაზე ის ადამიანებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც 1998 წელს, შ.პ.ს "ოქროს საწმისის" გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ ფული დაეკარგათ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტის მიზეზი იუსტიციის მინისტრის მიერ იმ კანონპროექტის უკან გათხოვაა, რომლის საფუძველზეც, უკანონო განაჩენებისა და უსამართლოდ წართმეული ქონების განხილვა უნდა მომხდარიყო.
აქციის მონაწილეების თქმით, კანონპროექტის ფარგლებში ასევე უნდა გამოძიებულიყო შ.პ.ს "ოქროს საწმისის" საქმეც.
"ის რაც მოხდა ოქროს საწმისში, საუკუნის აფიორა იყო. ამის გამო უნდა დასჯილიყო მაშინდელი იმერეთის გუბერნატორი. თუმცა ასეთი დანაშაულები დღემდე გრძელდება და სახელმწიფო არაფერს აკეთებს. მე არ ვიცი ვინ მისცა თეა წულუკიანს დიპლომი, მაგრამ ჩახედოს კარგად კანონს, სადაც წერია, რომ სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებელი არიან ის თანამდებობის პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინა და ხალხს ქონება წაართვა," - ამბობენ აქციის მონაწილეები.
"თეა წულუკიანი მინისტრობას არ იმსახურებს და ის უნდა გადადგეს. ხოლო მის ადგილზე ისეთი ადამიანი მოვიდეს ვინც გამოხატავს ნებას იმ ხალხს დაეხმაროს, რომლებსაც ქონება უსამართლოდ წაართვეს და დღემდე ართმევენ," -ამბობს სოციალურად და სამართლებრივად დაუცველთა კავშირის ხელმძღვანელი გელა ხუნდაძე.
მისივე თქმით, ისინი საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ და თავიანთ მოთხოვნებს თბილისში გააჟღერებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა