|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საცხოვრებელი ეზოდან ველოსიპედი მოიპარეს

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებს, საკუთარი საცხოვრებელი ეზოდან ველოსიპედი მოპარეს. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ის დზარალებულის მეზობელმა აცნობა.

"უცებ პარტულის ხმა გავიგონეთ და ყველა გარეთ გავედით, აღმოჩნა, რომ ჩემს მზობელს საკუთარ ეზოში დაყენებული ველოსიპედი მოპარეს," - ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.
დაზარალებულის მეზობლების თქმით, პატრული შემთხვევის ადგილზე დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა, ქურდობის ფაქტი კი გუშინ მოხდა.
"ჩემი მეზობლის ბავშვს ველოსიპედი გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის უყიდეს. ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა თქვეს, რომ ქურდობის ფაქტები ქალაქში გახშირებულია და ამიტომ, მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს," - ამბობენ რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებლები.
მომხდარზე სამართალდამცავებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს.

ავტორი: ანა ჯანაშია