საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 200 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა
საქართველოში ამ დროისთვის ელექტროენერგია 200 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ენერგოკომპანია პრო-ჯორჯიას მენეჯერმა პეტრე კაჭკაჭიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია ქვეყნის მასშტაბით ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც დაზიანების ადგილზე მუშაობენ. პრო-ჯორჯიას დაბალი ძაბვის სამსახურის უფროსის გიგა მამისეიშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა დასავლეთ საქართველოშია.
აჭარა, გურია, სამეგრელო,იმერეთი - ეს ის მხარეებია, სადაც ენერგოკომპანია პრო-ჯორჯიას დამატებითი ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.
„პარალიზებულია ზემო აჭარა, რადგან ჩვენც დამოკიდებული ვართ ამინდზე. მთავარი დაზიანება გამოწვეული არის უამინდობის გამო, თუმცა შევეცდებით ხვალისთვის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ობიექტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ", - განმარტავენ პრო -ჯორჯიაში.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა



14:14
13:03
11:08
11:06












