NIMD-ის სკოლის კურსდამთავრებულები ხელისუფლებას ქარსაცავი ზოლების აღდგენისკენ მოუწოდებენ
NIMD-ის („ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“) სკოლის კურსდამთავრებულები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყენაში ქარსაცავი ზოლების აღდგენა-მართვის საქმე, რომელიმე სამინისტრომ იტვირთოს.
ქარსაცავი ზოლების მნიშვნელობის შესახებ, NIMD-ის სკოლის კურსდამთავრებულებმა
დღეს ქუთაისში, სასტუმრო "ბაგრატში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
მათი თქმით, ქვეყანაში ქარსაცავი ზოლების არ არსებობა ეკოლოგიურ პრობლემებს იწვევს. რადგან სწორედ ამ უკანასკნლეზეა დამოკიდებული ნიადაგის ნაყოფიერება და ეკოლოგიური
სისუფთავე.
ქარსაცავი ზოლების პრობლემებითა და მისი აღდგენის მოთხოვნით, NIMD-ის სკოლის კურსდამთავრებულები
თბილისიდან, გორიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან გაერთიანდნენ.
როგორც ისინი ამბობენ, ქარსაცავის ზოლების პრობლემა მეტნალებად ყველა ქალაქში
შეიმჩნევა, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით ქუთაისი გამოირჩევა.
"ქუთაისში ქარსაცავი ზოლების პრობლემა გამწვავდა ურბანიზაციის შედეგად. თუმცა ქუთაისი ქარების ქალაქია და ქარსაცავი ზოლების არსებობა აქ ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე პრობლემები რა თქმა უნდა სხვა ქალაქებშიცაა და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ საკითხს რომელიმე სამინისტრომ კურირება გაუწიოს და აკონტროლოს," - ამბობს NIMD-ის სკოლის კუსრდამთავრებილი ნინო დოღონაძე.
ქარსაცავი ზოლების რეაბილიტაციისა და აღორძინების ადოვკაცია მათ სამი თვის წინ, პროექტის "მწვანე კედელის" ფარგლებში დაიწყეს.
NIMD-ის სკოლის კურსდამთავრებულების მსგავსად, ქუთაისში ქარსაცავი ზოლების აღდგენის აუცილებლობის შესახებ ექპერტებიც საუბრობენ.
"ეს მიმართულება პრაქტიკულად ამოღებულია და ქარსაცავი ზოლების აღდგენის თაობაზე აღარავინ საუბრობს. ქარსაცავი ზოლების არსებობა ძალიან მნიშნელოვანია და კარგია, რომ ამ კუთხით დაიწყო მუშაობა," - ამბობს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, როზა ლორთქიფანიძე.
ავტორი: ანა ჯანაშია