ქუთაისის კადეტთა ლიცეუმს 95 500 ლარიან ავტობუსს "ტოიოტა ცენტრი" შეუძენს
ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიერ ერთი ავტობუსის შესაძენად გამოცხადებული ტენდერით მხოლოდ "ტოიოტა ცენტრი თბილისი" დაინტერესდა.
95 500 ლარად შეფასებული ტენდერი 2013 წლის 18 ნოემბერს გამოცხადდა.
"ტოიოტა ცენტრი
თბილისმა" ტენდერით დაინტერესება მიმდინარე წლის 6 დეკემბერს გამოთქვა. კომპანიამ ავტობუსის შეძენისთვის თავდაპირველად გამოცხადებული თანხა სრულად მოითხოვა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციით ირკვევა, სატრანსპორტო საშუალება 2013 წლის გამოშვება უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს 100 კილომეტრზე მეტი გარბენი
და მასზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 3 წლიანი საგარანტიო პირობები.
"ტოიოტა
ცენტრსა" და კადეტთა ლიცეუმს შორის ხელშეკრულების მომზადება უკვე მიმდინარეობს.
ავტორი: დეა მანაგაძე