სუბარი - გეგუთის ციხეში 909 პატიმრის შიმშილობა გარედან იმართება
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარის ინფორმაციით, გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულების 909 პატიმარმა შიმშილობა დღეს გამოაცხადა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროცესები გარედან იმართება.
"ბოლო დღეების განმავლობაში, მოშიმშილეთა რაოდენობა პერიოდულად იცვლებოდა. მაქსიმუმი იყო 180. ძველი პატიმრებიდან დღეს შიმშილობს - 53, თუმცა გეგუთის ციხის 909 მსჯავრდებულმა შიმშილობის აქცია დღეს გამოაცხადა და დილით საკვების მიღებაზე უარი თქვა", - განაცხადა სუბარმა.
მინისტრის განმარტებით, გეგუთის ციხეში მოთავსებულ პატიმრებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. სუბარის თქმით, პატიმრები ითხოვენ რამდენიმე მუხლის გაუქმებას, მათ შენიშვნა აქვთ იმ მუხლებთან დაკავშირებით, რომლებსაც, მათი აზრით, ამნისტია არ შეეხებათ. ეს მუხლებია 260-ე და 262-ე, რომლებიც ნარკოდანაშაულს უკავშირდება, ასევე 235-ე პრიმა მუხლი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს.
"გარდა ამისა, ისინი ითხოვენ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნას. ასევე არსებობს რამდენიმე პატიმარი, რომელთაც ინდივიდუალურად სურთ მათი საქმეების გადახედვა და გარდა ამ მოთხოვნებისა, ისინი აგრეთვე მოითხოვენ ეკა ბესელიასთან შეხვედრას", - განაცხადა სოზარ სუბარმა და იქვე დასძინა, რომ ეკა ბესელია აღნიშნულ მსჯავრდებულებს აუცილებლად შეხვდება, მაგრამ მათი მონახულება დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო.
სასჯელაღსრულების მინისტრი ეჭვობს, რომ აღნიშნული პროცესი გარედან იმართება.
"ძალიან ცუდია, როდესაც გარედან ადამიანები ცდილობენ, მოახდინონ პროვოცირება. შეიძლება პირადად არ ეუბნებიან, მაგრამ არის შეძახილები - დღეს იწყება, ხვალ იწყება. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ამაზე ატარებენ პრესკონფერენციას და ყვირიან. ის ადამიანები მშვენივრად დადიან რესტორნებშიც, სახლშიც და პატიმრები შიმშილობენ. შემდეგ, როცა აცხადებენ, რომ პატიმარს ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა და დედამისი იქვე გონებას კარგავს, არ მგონია ეს უფლებადამცველის ღირსი საქციელი იყოს", - განაცხადა სუბარმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა