NDI- საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება
საქართველოში 47 პროცენტი თვლის რომ ქვეყანა ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. აღნიშნული შედეგი აჩვენა მიმდინარე წლის 13-დან – 27 ნოემბერის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
კითხვაზე როგორი მიმართულენით ვითარდება საქართველო - მხოლოდ 2 პროცენტი თვლის რომ არასწორად, 10 პროცენტს პასუხი არა აქვს შეკითხვაზე, 27 პროცენტს კი მიაჩნია, რომ საქართველო არ იცვლება.
ქვეყნის მასშაბით სულ გამოიკითხა 3 915 ადამიანი. კვლევაში საშუალო ცთომილების ზღვარი 2 პროცენტია.
წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თვითმმართველ ქალაქებშიც - ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი.
კვლევა ჩატარებულია რამდენიმე ეტაპად. რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ(sida) მიერ.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა