|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იმერეთში განსახორციელებელ პროექტებს განიხილავს

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრა მიმდინარეობს.

იმერეთის გუბერნატორმა  ზაზა მეფარიშვილმა დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი წაქაძეს, ქუთაისისა და თერთმეტივე რაიონის გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების სრული შემადგენლობა  წარუდგინა.

დეპარტამენტის უფროსი გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან 2014 წელს რეგიონული გავითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ ინფორმაციას მიიღებს.

"მთავარი აქცენტი მაღალი აუცილებლობის პროექტებზე და იმ პრიორიტეტებზე გამახვილდება, რომლებიც წლის მანძილზე შეიძლება დაფინანსდეს," - აღინიშნა შეხვედრაზე.

თითოეულ მათგანს პროექტების წარსადგენად ნახევარსაათიანი დრო მიეცა.

წარდგენილ პროექტებს სამინისტრო დასამტკიცებლად მთავრობას გადასცემს.

 

ავტორი: ნიუპრესი