|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხატია ვედმედევა – ოპერის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის გამო თანამშრომლები უხელფასოდ რჩებოდნენ

ქუთაისის ოპერის თეატრში 2013 წლის სახელფასო ბიუჯეტიდან 166 ათასი ლარი არამიზნობრივად გაიხარჯა. ამის შესახებ ოპერის თეატრის დირექტორმა ხატია ვედმედევამ განაცხადა.

მან აღნიშნული განცხადება აუდიტის შუალედური დასკვნის საფუძველზე გააკეთა. აუდიტის, რომელიც  ოპერის თეატრში ახალი ხელმძღვანელების მოწვევით მუშაობს. როგორც დირექტორმა მიუთითა, თეატრის ყოფილი ხელმძღვანელების მიერ არამიზნობრი ხარჯვის გამო თეატრის 256 თანამშრომელი  ნოემბრის ხელფასის ნაწილის და მთლიანად დეკემბრის ხელფასის გარეშე რჩებოდა.

2012 წლის 21 დეკემბრის დადგენილებით ოპერის თეატრის მთელი  ბიუჯეტი 730 ათასი ლარს შეადგენდა, რომელიც მხოლოდ შრომის ანაზღაურებისთვის იყო განსაზღვრული. „ამ თანხიდან წინა ხელმძღვანელების მიერ საკმაოდ დიდი თანხა იყო გახარჯული მივლინებაზე, გასტროლებზე. ასევე ძირითადი საშუალებების შეძენაზე,სასტუმრო მომსახურებაზე, კომუნიაკციებზე... არადა ეს თანხა მხოლოდ ხელფასებზე უნდა გაცემულიყო“, –აღნიშნა ვედმედევამ.

დირექტორის თქმით დახარჯული თანხის მოძიებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო. თუმცა გასულ კვირას კულტურის სამინისტროს შუამდგომლობით  საკრებულომ ოპერის თეატრს დაუმტკიცა ნაწილი სახელფასო ბოიუჯეტი 77 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა მთლიად მიმდინარე თვის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანებას აანაზრაურებს. „ ნოემბრის სახელფასო თანხის მოძიება ჩვენი რესურსებით მოვახერხეთ“, – განაცხადა ხატია ვედმედევამ.

თუმცა ხატია ვედმედევამ ისიც აღნიშნა რომ ეს 166 ათასამდე თანხა "არ არის გაფლანგული და არც სახლში წაუღია ყოფილ ხელმძღვანელებს „ეს არის იმ რეალურ საჭიროებებზე გამოყენებული რაც აუცილებელი იყო თეატრისთვის, მისი ფუნქციონირებისთვის. თუმცა მიმაჩნია, რომ არასწორი საქციელია, როცა სახელფასო ფონდს ეხებიან და ხარჯავენ. ამის გამო 256 ოჯახი შემოსავლის გაერშე უნდა დარჩენილიყო ახალი წელს. სხვა გზა უნდა გამოეძებნათ“. – განახაცადა ხატია ვედმედევამ. 

სამი თვის წინ დანიშნულ ოპერის თეატრის ახალ ხელმძღვანლობას მიღება–ჩაბარების აქტი ჯერ არ გაუფორმებია. ისინი აუდიტის დასკვნას ელოდებიან.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი