ქუთაისის "ტორპედო" "ვისოლმა" დატოვა
newpress.ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" მისმა მფლობელმა, კომპანია "ვისოლმა" დატოვა.
საფეხბურთო გუნდი, ასევე, ფეხბურთელებმაც დატოვეს.
საფეხბურთო გუნდმა "ტორპედომ" ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე საკმაოდ წარუმატებლად დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, ჩემიონატი "ტორპედოს" მონაწილეობით გაგრძელდება თუ არა.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდზე პასუხისმგებლობა, შესაძლოა, ქუთაისის მერიამ აიღოს.
"ტორპედო ქუთაისზე” მზრუნველობა ვისოლ ჯგუფმა 2010 წლის აგვისტოს დაიწყო.
თუ რას აცხადებენ "ვისოლში", newpress.ge გუნდის მფლობელის კომენტარს უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა