|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ლიბრამ" ქუთაისის მერიაში წიგნიერების პროპაგანდა მოაწყო

ქუთაისის მერიის ფოიეში წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. მაღაზიათა ქსელმა "ლიბრამ" აქცია მოაწყო. აქციის მიზანს წიგნის და  წიგნიერების პროპაგანდა წარმოადგენდა. "ლიბრას" წარმომადგენლები თვლიან, რომ ასეთი აქციებით (რომელიც პროპაგანდასთან ერთად ფასდაკლებებსაც გულისხმობს) შეაძლებინებენ მოსახლეობას წიგნთან მეტ დაახლოებას.

"ჩვენს დროში ტექნიკის დდი მოზღვავებაა. მიმაჩნია, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. მართალია კომპიუტერიც კარგია, ინტერნეტიც, მაგრამ წიგნი შეუცვლელია",- ამბობს მაღაზიათა ქსელ "ლიბრას" დამფუძნებელი რობერტ გოლეთიანი.

რობერტ გოლეთიანი ახალგაზრდობის წიგნთან დაახლოების აუცილებლობაზე მიუთითებს  და აღნიშნავს, რომ „გვინდა ასეთი აქციებით შევუწყოთ ხელი ახალგაზრდობას წიგნთან ურთიერთობაში, რადგან სამწუხაროდ ისინი მწყარად გამოიყურებიან წიგნთან მიმართებაში“.

სამაგიეროდ, წიგნის მაღაზიები არ უნდა იყვნენ მწყრალად კონკრეტული მაღალმხატვრული, თუმცა შესაძლებელია სკაბრეზული ლიტერატურის მიმართ და ცენზურა არ უნდა დააწესონ, მიაჩნია რობერტ გოლეთიანს. „მკითხველმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს და თავად გადაწყვიტოს რა წაიკითხოს და რა არა. ასეთი დილემის  შექმნას არ ვაპირებთ. ბევრი რამ საინტერესო შეიძლება იყოს "იმ ლიტერატურაშიც", - ამბობს "ლიბრას" დამფუძნებელი.

აღნიშნული აქცია ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი