შოთა მურღულია - საარჩევნო წელს ნაკლები თანხა უნდა დაიხარჯოს საჯარო სტრუქტურებისთვის
ქუთაისში, 2014 წელს საარჩევნო წელთან დაკავშირებით ნაკლები თანხა უნდა დაიხარჯოს საჯარო სტრუქტურებისთვის. აღნიშნული განცხადება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ არასამთავრობო სექტორთან 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის გაცნობის დროს გააკეთა.
"იცით, რომ საარჩევნო წელი მოდის, ამიტომაც მინდა რაც შეიძლება ნაკლები თანხა დაიხარჯოს საჯარო სტრუქტურებში", - განმარტა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ.
მისივე თქმით, 2014 წლის ბიუჯეტი თანხობრივად არ ჩამორჩება მიმდინარე წლის სასტარტო ბიუჯეტს. თუმცა, მურღულიამ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვა სწორად უნდა მოხდეს.
მურღულიასვე თქმით, უმჯობესია, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვიდრე წლის განმავლობაში ბიუჯეტის ირგვლივ კითხვის ნიშნები იყოს.
ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი 42 მლნ 300 000 ლარით განისაზღვრა
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა