|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია - ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლოა ინვესტორი მოვუძებნოთ

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის შოთა მურღულიას განმარტებით, ქალაქის მერია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს დამფინანსებლის გარეშე დარჩენილ  საფეხბურთო გუნდს "ტორპედოს". თუმცა, როგორც მურღულიამ აღნიშნა, ამ დროისთვის ქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში არ არის გათავლისწინებული  "ტორპედოსთვის" თანხები. "წინასარ  რა ვიცოდით ასე თუ მოხდებოდა. თუმცა, ჩვენ ყველა შემთხვევაში ვეცდებით დავეხმაროთ გუნდს  და ინვესტორიც მოვიზიდოთ. მაგრამ ეს ყველაფერია დამოკიდებული "ვისოლზე", თუ ვის გადასცემს გუნდს - თვითმმართველობას თუ ცენტრალურ ხელისუფლებას", - განმარტა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" "ვისოლმა" დატოვა.   

ავტორი: თეკლე მორგოშია