|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ ფარცხალაძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ოთარ ფარცხალაძის შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ, თემის კომენტირებისას განუცხადა. 
როგორც პრემიერმა განმარტა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. 
"ოთარ ფარცხალაძის შემცვლელის თაობაზე მე მაქვს რამდენიმე ვარიანტი და უახლოეს დღეებში შეგატყობინებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა ოთარ ფარცხალაძის განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ღირსეული ნაბიჯად და სწორ გადაწყვეტილებად შეაფასა. მისი თქმით, მთავარ პროკურორთან ჰქონდა კონსულტაციები, გადადგომის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძემ თავად მიიღო.

წყარო:interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი