|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია

იმერეთის გუბერნატორმა, ზაზა მეფარიშვილმა გუბერნატორის მოადგილეები წარადგინა. დღეიდან იმერეთის გუბერნატორს სამი მოადგილე ეყოლება.

"წინგადადგმული ნაბიჯია, რომ გუბერნიის მმართველობაში ქალბატონი შემოდის," - განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
გუბერნატორის პირველი მოადგილის პოსტს სალომე იობიძე დაიკავებს. სალომე იობიძემ ქუთაისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. ის საერთაშორისო სამართლისა და საერთშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და ასევე, არის ჟენევის უნივერსიტეტის მაგისტრანტი. სალომე იობიძე სხვადასხვა დროს ეკონომიკის, იუსტიციისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 
იმერეთის მეორე მოადგილის თანმდებობას ალექსანდრე იოსებაშვილი დაიკავებს. იოსებაშვილი პროფესიით არქიტექტორია. ის წარსულში ქუთაისის მთავარი არქიტექტორის მოვალეობას ასრულებდა. იმერეთის გუბერნატორის მეორე მოადგილის თანამდებობაზე, ამჯერად, მან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დასავლეთის რეგიონული კოორდინატორის პოსტიდან გადმოინაცვლა.
მესამე მოადგილედ ზაზა მეფარიშვილმა ხვიჩა უშხვანი წარადგინა, რომელმაც აღნიშნულ თანადებობაზე საბანკო სექტორიდან გადმოინაცვლა. 
როგორც ზაზა მეფარიშვილმა განაცხადა, მოადგილეებად წარმოდგენილი პიროვნებები მათი პირადი რესურსების, ახლო ურთიერთობების და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მოხდა.

ავტორი: დეა მანაგაძე