|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

8 იანვრიდან სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში თოვას ვარაუდობენ

8 იანვარს საქართველოში თოვლია მოსალოდნელი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, 7 იანვრის დღის ბოლოდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რაც 8 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექს გამოიწვევს - ზღვის სანაპირო ზოლში წვიმის, კოლხეთის დაბლობზე უპირატესად თოვლჭყაპის, მთასა და მაღალ მთაში თოვლის სახით.
სვანეთისა და აჭარის მთიან რეგიონებში, აგრეთვე რიკოთის გადასასვლელზე შესაძლებელია დროგამოშვებით ძლიერი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში საშუალო ინტენსივობის თოვლი აღინიშნოს.
11 იანვრის დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. 
წყარო: interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი