|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იაფი პროდუქტი მოსახლეობას - ახალი სავაჭრო ქსელი ქუთაისში

"იაფი პროდუქტი მოსახლეობას", - ამ სლოგანით, ქუთაისში, 10 სხვადასხვა ადგილას ჯიხურები გაიხსნება. ჯიხურებში  სურსათი გაიყიდება. 
ამის შესახებ newpress.ge-სთან  ქუთაისში მერიის ქუთაისის მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებელმა, ანდრო მარჯანიშვილმა განმარტა.
ქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების გახსნას შპს "მადლი" უზრუნველყოფს. 
"ეს ჯიხურები "მადლის" ქსელია. ამ დროისთვის ორგანიზაცია სარეკლამო  საკითხებს აგვარებს. ჯიხურები  სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში  გაიხსნება", - ამბობს მარჯანიშვილი. 

ავტორი: თეკლე მორგოშია