ორ ლარამდე შეფასებული სახელმწიფო მზრუნველობა
ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „თბილისიდან" დევნილთა განსახლების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ შენობის შესაძლო გაყიდვაზე უკვე საუბრობენ, ამორტიზებული ობიექტის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.
როგორც
ირკვევა,
სახელმწიფო
ბალანსზე
არსებული შენობის მზრუნველობა
თავად
სახელმწიფომ
ორ ლარად
შეაფასა.
სასტუმრო „თბილისი", სადაც 20 წელია დევნილები ცხოვრობენ, ამდრომდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. სწორედ, აღნიშნული სამინისტრო ამზადებს შენობას გასაყიდად. თუმცა, შენობის გაყიდვამდე, როგორც ირკვევა, დევნილთა სამინისტრო შენობის მოვლა-პატრონობისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას ყოველთვიურად, თითოეულ დევნილზე ორ ლარს ურიცხავს.
სასტუმროს დირექტორის, რევაზ გაბუნიას განმარტებით, შენობის გაყიდვის მცდელობა ერთხელ უკვე იყო. „სავარაუდოდ, უცხოელ ინვესტორებზე იყო საუბარი. მაგრამ იმის გამო, რომ შენობა ავარიულია, გაყიდვა ვერ მოხერხდა", - ამბობს სასტუმროს დირექტორი.
რევაზ გაბუნიას თქმით, შენობის სიმბოლურ ფასად შესყიდვის შეთავაზება წლების წინ თავადაც მიიღო. თუმცა, „უარი ვთქვი. რადგან, სახელმწიფო სიმბოლურ ფასად არაფერს ჰყიდის. მაგას სხვა რამეებიც მოჰყვებოდა. თანაც, შენობა ისეთ მდგომარეობაშია, მის აღდგენას სერიოზული თანხები სჭირდება", - ამბობს გაბუნია.
სასტუმრო „თბილისი" 1963-წლიდან 1993-წლამდე ქალაქში პრესტიჟულ, სამვარკსკვლავიან სასტუმროდ ითვლებოდა. სასტუმრო 180 საწოლზე იყო გათვლილი. „საპატიო სტუმრებისთვის „ლუქსებიც" გვქონდა", - იხსენებს სასტუმროს დირექტორი.
იმ დროს სასტუმროში ერთი ღამის გათევის ღირებულება 0.70 მანეთიდან 10-მანეთამდე მერყეობდა.
სასტუმროში დევნილების შესახლება 1993 წელს მოხდა. თავდაპირველად, 600-მდე დევნილი ცხოვრობდა. „მაშინ ჯერ კიდევ ნორმალური საცხოვრებელი პირობები ჰქონდათ დევნილებს. მაგრამ, ერთდროულად ამდენი ადამიანის შესახლების გამო, მეტი დატვირთვა მიეცა შენობას და თანდათანობით ჩამოიშალა კიდევაც", - ამბობს რევაზ გაბუნია.
ჩამონგრეული ჭერი, ჩავარდნილი იატაკი, წყლის ჩამოსვლის შედეგად გაფუჭებული და გაბზარული კედლები. პრაქტიკულად, უფუნქციო კარ-ფანჯრები - ასე გამოიყურება ერთ დროს სამვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ახლა 248 დევნილის თავშესაფარია.
„აქ ჩვენთვის არაფერი არ გაუმჯობესებულა. პირიქით, ჩამოინგრა და ჩამოიშალა შენობა. უკვე გაუსაძლისი საცხოვრებლი პირობები გვაქვს. თუკი ამას საერთოდ, ჰქვია საცხოვრებელი პირობები", - აცხადებენ „თბილისში" მცხოვრები დევნილები. სასტუმროს შენობაში ამდროისთვის ახალი საცხოვრებელი ბინების მიღების მოლოდინში 91 ოჯახი რჩება. „შენობა უკვე ავარიულ მდგომარეობაშია და ამიტომაც აქ ცხოვრება თანდათან გაუსაძლისი ხდება", - ამბობს სასტუმროში მცხოვრები დევნილი მანანა ლეკვეიშვილი.
რეაბილიტირებულ ცენტრებში საცხოვრებელი ფართები ამ დროისთვის სასტუმრო „თბილისში” მცხოვრებ 55 დევნილ ოჯახს
გადაეცა. „თბილისიდან" მათი ეტაპობრივად გაყვანა სხვადასხვა რეაბილიტირებულ ცენტრებში: სატრაქტოროს ადმინისტრაციის შენობაში, ნიკეას ბაგა ბაღში და ბათუმის ახალ ჩასახლებაში მოხდა.
„თბილისში" ამ დრომდე მცხოვრები დევნილები ახალი საცხოვრებელი ფართის მიღებას მიმდინარე წლის სექტემბერში ელოდებიან. „იმედია, სექტემბერში მოხდება ბინების გადაცემა. ყოველ შემთხვევაში, ასე ითქვა და ჩვენც ამის მოლოდინში ვართ", - ამბობს მანანა ლეკვეიშვილი.
რა ბედი ეწევა
სასტუმროს
შენობას, დევნილთა
სრული
განსახლების შემდეგ,
ამაზე
ეკონომიკის
სამინისტროში
არ კომენტარს
არ აკეთებენ. სასტუმროს
დირექტორი
შენობის შესაძლო
გაყიდვაზე
საუბრობს. თუმცა,
სამინისტროს
ვებ-გვერდზე
არსებულ გასაყიდ ობიექტთა
სიაში,
სასტუმრო
„თბილისი" ჯერჯერობით, არ ირიცხება.
ავტორი: თეკლა მორგოშია