ქუთაისში რუსთაველის ხიდს ვეფხისტყაოსნის დეკორაციებით გააფორმებენ – ხიდზე გამაგრებითი სამუშაოები იწყება
ქუთაისში, რუსთაველის ხიდს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება. სამუშაოების ჩატარებას ქუთაისის მერია გეგმავს. ამის შესახებ, newpress.ge-სთან მერიის ქალაქდაგეგმარებისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალოების შემსრულებელი, ანდრო მარჯანიშვილი საუბრობს. მისი თქმით, მოხდება ხიდის ტროტუარისა და სავალი ნაწილის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ასევე, იგეგმება, ხიდის დეკორაციული თვალსაზრისით კეთილმოწყობა.
"ხიდის თავსა და ბოლოში ვეფხისტყაოსნის თემატური დეკორაციის გაკეთება გვინდა, რომელიც უფრო გაალამაზებს მას", - განმარტა მარჯანიშვილმა. მისივე თქმით,ხიდისთვის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას დავალებით ხდება.
"იმის გამო, რომ აღნიშნული ხიდი ყოველთვის პრობლემატური იყო და ავარიების უმეტესობა ფატალური შედეგით სრუდლებოდა, მერის მოვალეობის შემსრულებელმა მოითხოვა ხიდის გამაგრება", - ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.
ხიდის გამაგრებითი სამუშაოების ჩასატარებლად გრაფიკული პროექტი ამ დროისთვის დასრულებულია. პროექტის დაწყებამდე შემსრულებელი ორგანიზაციის გამოსავლენად კონკურსის გამოცხადება იგეგმება.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა