|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველების შინმოვლის პროგრამაში ჩაერთვება

ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველების შინმოვლის პროგრამაში ჩაერთვება. აღნიშნული შეთავაზება მერიამ იტალიელებისა და პოლონელებისგან, საერთაშორისო ფონდის საქართველოს კარიტასისგან მიღო.

შინმოვლის სამსახური საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ერთ-ერთი პროექტია.  
აღნიშნული ფონდი სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ითვალისწინებს, რომელთა მიზანია გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების მედიკამენტებით სახლში მომსახურება. 
საქართველოს  კარიტასის დირექტორის, კშიშტოვ გუსტავ კოვალის განმარტებით, სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაწევა ასევე ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც. 
"ხელს ვუწყობთ, თვითმოვლის მეთოდების შესწავლას, დაკარგული უნარების გააქტიურებას. პაციენტის ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს ვუწევთ ფსიქოლოგიურ დახმარებას", - განმარტა შეხვედრაზე კშიშტოვ გუსტავ კოვალიმ. 
"ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია და ჩვენ მათთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ. მოვიფიქრებთ, თუ რა ფორმით მოხდება ეს. შევაჯერებთ ჩვენს ბიუჯეტში არსებული სოციალურ პროგრამებს", - აღნიშნა ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ. მისივე თქმით, ის მოინახულებსიმ ცენტრებსა და ოჯახებს, რომლებსაც საქართველოს კარიტასი ემსახურება. 

ავტორი: თეკლე მორგოშია