ქუთაისში დღის ცენტრების ბენეფიციარები დღეიდან 100%–იანი დაფინანსებით ისარგებლებენ
ქუთაისში, დღის ცენტრებში მყოფი ბენეფიციარები 100 –% იანი დაფინანსებით ისარგებლებენ.
დღის ცენტრებით მომსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ 75% –ით ფინანსდებოდა. დღეიდან კი დანარჩენ 25 %–ს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართელობა დააფინანსებს.
"პირადად ჩემი ინიციატივა იყო 2014 წლის ბიუჯეტში ჩაგვემატებინა პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემდა დღის ცენტრებით მოსარგებლე შშმ პირებს სრული დაფინანსება ჰქონოდათ და ეს განხორციელდა კიდეც. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კომფორტის შექმნა ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენთვის,"– ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.
როგორც დღის ცენტრების წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება, თვითთმართველობასთან სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობის დასაწყისია.
"ეს არის ძალიან კარგი პრეცენდენტი ადგილობრივი თვითმმართველობისგან, რომ მათ გამოხატეს სურვილი დახმარებოდნენ შშმ პირებს. ამ გზით მშობლები შეძლებენ დაზოგონ ის 25%, რომელსაც იხდიდნენ და ეს თანხა ისევ ბავშვების კეთილდღეობას მოახმარონ,"– ამბობს "საქველმოქმედო ორგანიზაცია პირველი ნაბიჯი საქართველო"–ს ქუთაისის ფილიალის მენეჯერი ნათია გუდავა.
ქუთაისში სულ სამი დღის ცენტრსი მოქმედებს. დღის ცენტრებში 100% დაფინანსებით სულ 100 ბენეფიციარი ისარგებლებს.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა