სოფელ ქვიტირის საძოვრებზე კომერციული სასაფლაო აღარ მოეწყობა
წყალტუბოს საკრებულოს გადაწვეტილებით, სოფელ ქვიტირის საძოვრებზე კომერციული სასაფლაო აღარ მოეწყობა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულომ, გასულ კვირას, სასაფლაოების მოწყობის თაობაზე რეგულაციების არარსებობის მიზეზით მიიღო.
"იმის გამო, რომ რეგულაციების არ არსებობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასაფლაოს მოწყობის ნებართვა მესაკუთრეს არ მივცეთ. მას შეუძლია აღნიშნული ტერიტორია სხვა დანიშნულებით გამოიყენოს," - განაცხადა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ბაბუნაშვილმა newpress.ge-სთან საუბარში.
სოფელ ქვიტირის, ე.წ ჭეიშვილების უბნის მოსახელობამ სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, მიწის ფართობის გასხვისება გასული წლის ბოლოს გააპროტესტა.
ქვიტირის მოსახლეობის ვარაუდით, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრეს, შპს "განთიადი 2013" მესვეურებს, აღნუშნული ტერიტორიის გამოყენება ბიზნესინტერესებისთვის სურდათ და მასზე კომერციული სასაფლაოს მოწყობას გეგმავდნენ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა