ქუთაისის მერიამ წარმატებულ სპორტსმენებს სტიპენდიები დაუნიშნა
ქუთაისში სპორტის ოლიმპიურ სახეობებში მოღვაწე 28 სპორტსმენი ქუთაისის მერიისგან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ. ერთი წლის მანძილზე მერიის მიერ დანიშნულ სტიპენდიას ის სპორტსმენები მიიღებენ, რომლებმაც 2013 წელს საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებები მოიპოვეს.
"პირველად ვიღებთ სტიპენდიას მერიისგან და ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს," - განაცხადა ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორმა და მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 პრიზიორმა სამბოში, ლაშა გურულმა.
სტიპენდიის რაოდენობა 150-დან 500-ლარამდე, სპორტული მიღწევების მიხედვით განისაზღვრა. სპორტსმენებს პლასტიკური ბარათები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა მურღულიამ გადასცა.
"ჩვენი მოვალეობაა ამ ადამიანების მიღწევები დავაფასოთ და სტიმული მივცეთ მათ მომავალ წელსაც მოხვდნენ ამ სიაში. გარდა ამისა, სხვა სპორტსმენებსაც მივცეთ საშუალება, რომ მათ რიგებს მიემატონ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
წარმატებული სპორტსმენებისთვის სტიპენდიის დანიშვნის ინიციატორი ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურია. როგორც აღნიშნული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვანო ბუხაიძე აღნიშნავს, მომავალში სტიპენდიებს არაოლიმპიური სახეობებში მოღვაწე სპორტსმენებსაც გადაეცემათ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა