ქუთაისელი "ნაციონალები" ხელისუფლებას დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწვიტონ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შევიწროება და დევნა.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო, სახელოვნობო ააიპ გაერთიაენებაში შემავალი, მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექტორის, მიხეილ ფხაკაძის ხელშეკრულების შეწყევეტა გააპროტესტეს.
"ის რომ ხელშეკრულების გაგრძელება არ მოხდა ააიპ გაერთიანების ხელმძღვანელის მიერ, არის სრულიად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მიხეილ ფხაკაძე ყოველთვის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებოდა. ამ შემთხვევაში, ლადო პატარიძე, როემლიც ამ გაერთიანების ხელმძღვანელია, არის ხელისუფლების ინსტრუმენტი", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გია თევდორაძემ.
მისი თქმით, აქტიურად მიმდინარებს "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების შევიწროება.
"ქუთაისში თვითმმართველობა რუსთაველზე კი არ არის, არამედ, ტაბიძის ქუჩაზეა, სადაც ძალოვნები ღებულობენ ადამიანების გათავისუფლება-დანიშვნის გადაწყვეტილებას", - განაცხადა თევდორაძემ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ყოფილი დირექტორის, მიხეილ ფხაკაძის განმარტებით, მას ხელშეკრულება, გასული წლის 31 დეკემბერს დაუმთავრდა.
"ეს არ იყო მოულოდნელი, რადგან ყოველთვის ჩვენზე ზეწოლები ხორციელდებოდა. ააიპ გაერთიანებაში შემავლი 16 ორგანიზაციდან პოლიტიკური ნიშნით, 70-მდე ადამიანი გაათავისუფლეს", - განმარტა ფხაკაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განმარტებით, ხელისუფლების ქმედება, "ნაციონალების" შევიწროება ეწინააღმდეგება დემოკრატიის გზას.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა