ქუთაისელი "პატრიოტები" – "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" გარიგებულები არიან
ქუთაისში, პარტია
"საქართველოს პატრიოტთა ალიანისის"
წარმომადგენლები, მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას ეხმაურებიან.
ქუთაისელი
"პატრიოტების" განმარტებით, მუდმივმოქმედი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ
"ქართული ოცნება"
და
"ნაციონალები" გარიგებულები არიან.
"რომ არა
"ნაციონალები" "ქართული ოცნების"
დეპუტატები ვერ მოახერხებდნენ კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას. უკვე ნათელია, ვინ არის შეთანხმებული. მათი მიზანია, მხოლოდ
"ნაციონალები" და
"ქართული ოცნების"
წარმომადგენლები დარჩნენ",
– განაცხადა ბრიფინგზე
"საქართველოს პატრიოტთა ალიანისის"
წევრმა, გოგიტა გოგელაშვილმა, რომელიც ამავე დროს საკრებულოს ერთ–ერთი კომისიის თავმჯდომარეა.
თავის მხრივ კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქუთაისში "ნაციონალები" და პატრიოტები" ერთიანდებიან, თუმცა ამ ინფორმაციას პარტიებში უარყოფენ.
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე გუშინ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გადააყენეს. საკრებულოს "მეოცნებე" და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, კომისიის თავმჯდომარის გადაყენებას, ხმა საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა ამირან ხვადაგიანმაც მისცა.
ავტორი: თეკლე მორგოშია