|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს შესასვლელთან მძღოლები გაიფიცნენ - ტრანსპორტის მოძრაობა პარალიზებულია

ქუთაისი წყალტუბოს მიმართულებით მოძრავი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი საპროტესტო აქციას წყალტუბოს შესასვლეში  მართავენ.

მძღოლები ახალი ავტოსადგურის გახსნასა და სამარშრუტო ხაზის დამატებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ახალი ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადის შემცირებას გამოიწვევს. ისინი უკვე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებას ვერ არეგულირებს. მძღოლები საპროტესტო აქციები შეწყვეტას არ აპირებენ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გზის გადაკეტვასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

ავტორი: ნიუპრესი