ქუთაისში ააიპ გაერთიანებების გაუქმებას ითხოვენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ააიპ გაერთიანებების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის ხელმძღვანელი გოგი წულაია ამბობს, ააიპ გაერთიანებებიდან თანამშრომლების გათავისუფლება იმიტომ ხდება, რომ აიპები თავის დროზე სწორედ პარტიული ნიშნით შეიქმნა.
"პოლიტიკური ნიშნითაა შექმნილი ააიპ გაერთიანებები და ამიტომაც ათავისუფლებენ ახლა თანამშრომლებს პოლიტიკური ნიშნით. თავის დროზე ეს ააიპ-ები "ნაციონალების" თავშესაფარი იყო და ეს გაერთიანებები თავისი ხარჯებით დღესაც წურბელებივით აწვებიან ქუთაისს. მოვუწოდებ მურღულიას დროულად გააუქმოს ააიპ გაერთიანებები,"– ამბობს წულია.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო, სახელოვნობო ააიპ გაერთიაენებაში შემავალი, მოსწავლე-ახალგაზრდობის დირექტორის, მიხეილ ფხაკაძისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა გააპროტესტეს.
როგორც "ნაციონალები" ირწმუნებიან, აღნიშნული ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა