კახა კუკავა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე ოლიგარქიაა
"ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის ერთი და იგივე ოლიგარქია. ორივე პარტია საგარეო და საკადრო საკითხებში ერთნაირ პოლიტიკას ატარებს. იგივე სუტუაციაა ბიზნესსშიც. ვინც გუშინ ფულს უხდიდა "ნაციონალებს", დღეს, ხუხაშვილის დახმარებით, "ოცნების" ჯიბის ბიზნესმენი გახდა," - განაცხადა საპარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ, კახა კუკავამ პარტიის დასავლეთ საქართველოს რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
აღნიშნული შეხვედრა დღეს, ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა რეგიონულ წარმომადგენლებთან ქვეყანაში არსებულ პილიტიკურ ვითრებაზე და მოახლოებული არჩევნების საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა.
კუკავას განმარტებით, "თავისუფალი საქართველო" ადგილობრივ არჩევნებში, წინა არჩვენებიდან განსხვავებით, "ქართული ოცნების" მოკავშირე აღარ იქნება.
"გასულ არჩევნებში ჩვენ ვიყავით "ოცნების" მოკავშირეები, მაშინდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე. ახლა, როცა "ქართული ოცნების" რეიტინგი კატასტროფულად ეცემა, როცა სამართლიანობის აღდგენის კუთხით მოუთმენელი ვიტარებაა, "თავისუფალი საქართველო" აქცენტს გააკეთებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც ხმას "ოცნებას" არ აძლევს," - განაცხადა კახა კუკავამ.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა, "თავისუფალი საქართველო", ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი კანდიდატების გამოსავლენად, პრაიმერის ჩატარებას გეგმავს.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა