ქუთაისი პრეზიდენტის ვიზიტისთვის ემზადება
საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ქუთაისში დღესაც ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტი ბალანჩივაძეების სახლეობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,დაისს“ დაესწრება.
ოპერისა და ბალეტის თეტრის დირექტორის, როზა დვალიშვილის თქმით, სპექტაკლი ჩვენებისათვის უკვე მზად არის.
"ჩვენ უკვე მზად ვართ. ველოდებით პრეზიდენტის მოსვლას და როგორც კი მოვა, მაშინვე დაიწყება სპექტაკლი, რომელიც დაახლოებით ორი საათი გაგრძელდება“ – განაცხადა ,,ნიუპრესთან“ საუბარში როზა დვალიშვილმა.
ქალაქში პრეზიდენტის ვიზიტისთვის მზადება უკვე შეიმჩნევა.
ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავლობა შეინიშნება და საპატრულო
პოლიციაა მობილიზებული.
საქართველოს პრეზიდენტს ქუთაისში, სავარაუდოდ, 7 საათის
შემდეგ ელოდებიან. გასულ კვირას სააკაშვილი ქუთაისს 3–ჯერ სტუმრობდა.
წინასწარი ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტი ჯერ ზესტაფონს
ესტუმრება, თუმცა ვიზიტის ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სოფელ არგვეთასთან,
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წუთში ელოდებიან.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე