ვანში დაკარგული 6 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა იპოვეს
ვანის რაიონის სოფელ შუამთაში დაკარგული 6 წლის გოგონას ცხედარი 9 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვეს.
გოგონას ცხედარი ვანის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს ნახეს.
აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
"გოგონას ცხედარი საცხოვრებელი სახლიდან სამ კილომტერში, მდინარე ყუმურში ნახეს", - განმარტა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, აკაკი ტყავაძემ.
6 წლის გოგონა 15 იანვარს დაიკარგა. მამამ გოგონა, თავის 7 წლის ძმასთან ერთად, მაღაზიაში, სიგარეტის საყიდლად გაგზავნა, თუმცა სახლში მხოლოდ ბიჭი დაბრუნდა. ძმა დის დაკარგვის რამდენიმე მიზეზს ასახელებდა, კერძოდ, დამალვას ან მდინარეში გადავარდნას.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა



14:14
13:03
11:08
11:06












