|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გეგუთის კოლონიაში პატიმრებს კარცერში უმიზეზოდ ყრიან" - მსჯავრდებულები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მიმართ დაშინება და ზეწოლა გრძელდება - ამის შესახებ ამ წუთებში newpress.ge-ის გეგუთის კოლონიაში მყოფი მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა აცნობა, რომელიც კოლონიაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს. მისი თქმით, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძველი თანამშრომლის დაბრუნებას აპროტესტებენ და შიმშილობის  დაწყებას აპირებენ.
"ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც გეგუთის კოლონიაში იხდის სასჯელს. მითხრა, რომ ძველი თანამშრომელი დაუბრუნებიათ სამსახურში და პატიმრებს უმიზეზოდ ყრიან კარცერში. ისევ გრძელდება მათ მიმართ დაშინება და ზეწოლა", - ამბობს პატიმრის ოჯახის წევრი.
მისი თქმით, ამ დროისთვის გეგუთის კოლონიაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს ელოდებიან. მათთან დაკავშრებას ამ წუთებში newpress.ge-ც ცდლობს.


ავტორი: ნიუპრესი