|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორი "ნაციონალი" დეპუტატის ბრალდებას პასუხობს

იმერეთის გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის ბრალდებას ეხმაურება. მეფარიშვილი newpress.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ გია გოქაძის ბრალდებაზე პასუხის გაცემა არ ღირს. რაც შეეხება ავტოპარკინგთან დაკავშირებულ ბიზნესინტერესებს, მეფარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ ბიზნესინტერესების  გამო იყო ქალაქში აქამდე არსებული აღურიცხავი ავტოსადგომები, რის გამოც ბიუჯეტში იმაზე ნაკლები თანხა შედიოდა, ვიდრე უნდა შესულიყო.  

"იმის გამო, რომ არ იყოს ვინმეს ინტერესებზე მორგებული და დანაწილებული, ამიტომაც გვინდა ერთი ინვესროტრი შემოვიდეს და როგორც "სითი–პარკი" ისე გაკეთდეს. თუმცა, ეს დამოკიდებულია ინვესტორზე და ამის გამო ხდება ამ საკითხის ამ დრომდე დაუსრულებლობა," – განმარტავს ზაზა მეფარიშვილი.

მისივე თქმით, პარკირების ახალი პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერაა მომზადებული და შესაბამისად, ამ ორგანოს ეკუთვნის აღნიშნული თემა.

თუმცა, მეფარიშვილი ირწმუნება, რომ საკითხის მოწესრიგებით თავადაც დაინტერესებულია.

იმერეთის გუბერნატორის მსგავსად, ქუთაისელი "ნაციონალის" ბრალდებას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულიაც უარყოფს და ამბობს, რომ საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის მიერ გაკეთებული განცხადება სისულელეა.

"ეტყობა რა წარსულიც აქვთ თვითონ "ნაციონალებს", ახლაც ის ელანდებათ. თუკი რაიმე შემოთავაზება აქვს გოქაძეს შეუძლია წერილობით დაასაბუთოს და თუკი მოხდება ერთ ლოტად გამოცხადება, ეს იქნება ელექრტონულად და არა პირდაპირი გადაცემის წესით. ეს არის ძალიან დიდი სისულელე," – განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: თეკლე მორგოშია