|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "პატრიოტები" თვითმმართველობის კოდექსს იწუნებენ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანისის" ქუთაისის ორგანიზაციაში "ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსს" გამოეხმაურნენ, რომელიც მესამე მოსმენით გუშინწინ დაამტკიცეს.
ქუთაისელი "პატრიოტები" მთავრობის წარმომადგენლებს სპეციალური ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდებენ, რომელიც თვითმმართველობებთან
იმუშავებს და კოდექსში არსებულ ხარვეზებს  გამოასწორებს. 
"პატრიოტების" განმარტებით, "ადგილობრივი თვითმმართველობის" კოდექსში გამქრალია ქალაქში არსებული ტერიტორიული მართვის ორგანოები.
"მართვის ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები არსად არაა განსაზღვრული მაშინ როცა, მოსახლეობას დიდ დახმარებას უწევდა ეს ორგანო. მესმის, რომ თბილისში არ არის მუნიციპალიტეტები და ამიტომაც პარლამენტმა ვერ გაიგო, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ, რადგან ჩვენთან, მაჟორიტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგანლებთან, კონსულტაციები არ ჰქონიათ", – განაცხადა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე "პატრიოტმა" ტარიელ მესხმა, რომელიც ამავე დროს, ქუთაისში ერთ–ერთი სამაჟორიტარო ოლქის ხელმძღვანელია.

ავტორი: თეკლე მორგოშია