სემეკმა ქუთაისი დატოვა - რისთვის ამზადებენ სემეკის ყოფილ შენობას
ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის შენობა ამ დროისათვის ცარიელია.
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ფუნქციონირებას დედაქალაქში განაგრძობს.
არსებული ინფორმაციით, სემეკის ყოფილ შენობას იმერეთის გუბერნიისთვის ამზადებენ.
იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი გუბერნიაში ამ დროისათვის არ განიხილება.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა