სახალხო დამცველი – დადასტურდა, რომ გეგუთის ციხეში მსჯავრდებულებს დაზიანებები მიაყენეს
სახალხო დამცველი გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
როგორც სახალხო დამცველი ამბობს, გეგუთის ციხეში პატიმრებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
"დღეს ჩვენ შევხვდით მსჯავრდებულებს, რომლებიც ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს დადასტურდა,"– ამბობს უჩა ნანუაშვილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი დროული გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი, თუ როგორ მოხდა მსჯავრდებულებისთვის დაზიანებების მიყენება და ვის მიერ,"– განმარტავს ნანუაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 800 პატიმარი შიმშილობს.
მოშიმშილე მსჯავრდებულთა მოთხოვნა მათი უფლელების დაცვა და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაა.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა