შსს-მ სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გააძლიერა
სოჭში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და რიგი პრევენციული ღონისძიებები დაგეგმა.
შსს ინფორმაციით, ამ მიზნით გამკაცრებულია კონტროლი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.
„დროებითი ღონისძიებების გატარება დაგეგმილია საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით და მიმართულია შესაძლო პროვოკაციების და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების პრევენციისკენ. საქართველოს შსს იმედს გამოთქვამს, რომ ეს ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყნის სტუმრებს დისკომფორტს არ შეუქმნის“,-აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: pirveliradio.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა