|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალები" ოპერის თეატრის ჭერზე – თუ არ მოსწონთ, შეუძლიათ ლურჯ ფერად გადაღებონ

ქუთაისში, ოპერის თეატრის დირექტორი, ხატია ვედმედევა აგრძელებს ცრუ ინფორმაციების გავრცელებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს. 
ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსის, ანდრო მაღლაკელიძის  განცხადებით, ოპერის ჭერის მოხატვისთვის 3000 ლარი დაიხარჯა. 
"ვედმედევამ გაავრცელა სოციალური ქსელით ინფორმაცია, რომ ჭერის მოხატვისთვის 18 000 ლარი დაიხარჯა, რაც სიცრუეა. თუ თვითონ არ იცის, ჯობია თავის ზემდგომებს დაეკითხოს. მაგრამ მას ეს იმისთვის ჭიდება, რომ თავისი ბიკინის თემა გადაფაროს", – განაცხადა მაღლაკელიძემ. 
მისი თქმით, ოპერის თეატრის ჭერის მოხატვისთვის გამოყოფილი იყო 8 000 ლარი. თუმცა, სულ 3000 ათასი ლაიხარჯა. "პირველად თამაზ თადუმაძის მიერ იყო შესრულებული ნახატები ჭერზე, მაგრამ იმის გამო, რომ საზოგადოების ჩართულობა იყო მაღალი, არ მოეწონათ  მოხატული წერი და გერმანიიდან 47 ერთეული  შპალერი ჩამოიტანა თადუმაძემ და გადააკრა", – განაცხადა მაღლაკელიძემ, რომელსაც იმ პერიოდში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის პოსტი ეჭირა. მისის თქმით, თუკი ოპერის ჭერი არ მოსწონთ, შეუძლიათ, ლურჯ ფერად გადაღებონ.    
"ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ ხატია ვედმედევას სურს თავისი წარსული გადაფაროს. წარსული კი, მაღლაკელიძის მტკიცებით, სალონებს უკავშირდება. 


ავტორი: თეკლე მორგოშია