შოთა მურღულია – ქუთაისის განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის
ქუთაისის ვიცე–მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, მასსა და იმერეთის გუბერნიას შორის არანაირი შიდა დაპირისპირება არ არსებობს და ისინი ქუთაისის საკეთილდღეოდ ერთად დგანან.
"არანაირი შიდა დაპირისპირება არ არსებობს. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ ერთად ვდგავართ და ამ ქალაქის განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის, ამის პირობას გაძლევთ," – ამბობს მუღულია.
მისივე თქმით, ის მიზეზები, რომლის საფუძველზეც ის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობიდან გაათავისუფლა, უსუსურია.
"მე ამაყი ვარ, რომ სხვა ვერაფერი მომიძებნეს და ასეთი უსუსური მიზეზი დაასახელეს ჩემი თანამდებობიდან გასათავისუფლებად," – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის შოთა მურღულიას თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარე, მერიაში ჩაშლილ კონკურსს ასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება (#152), მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა